loader

კადრები პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრიდან: რის გამო ემადლიერება საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრიდან: რის გამო ემადლიერება საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით აფხაზეთში დაგეგმილი არჩევნების წინ და დიდი იმედი მაქვს, რომ ის გაიმართება დემოკრატიული პრინციპების მკაცრი დაცვით და ხელს შეუწყობს სამომავლო სტაბილურობას“, - განუცხადა ხაჯიმბამ პუტინს.

თავის მხრივ, ხაჯიმბამ აფხაზი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს „იმ ყურადღებისთვის, რასაც ის იჩენს რესპუბლიკის მიმართ“.