loader

რა ხდება ამ წუთებში ერგნეთში - კადრები საოკუპაციო ხაზიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში ერგნეთში - კადრები საოკუპაციო ხაზიდან

ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან მშვიდობიანი აქცია იმართება. პირდაპირი ეთერის ამ დროისათვის დასრულებულია. უყურებთ პირდაპირი ეთერის ჩანაწერს.

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ერგნეთში საოკუპაციო ხაზთან "ევროპული საქართველოს“ წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები აქციას მართავენ.

აქციის მიზანი რუსული ოკუპაციის გაპროტესტებაა. ამასთან, როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შმაგი ჩოხელმა აღნიშნა, ამ აქციით მათ სურთ ხმა მიაწვდინონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ უფრო ეფექტური პოლიტიკა გაატარონ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

"პოლიტიკოსები უნდა გამოფხიზლდნენ და უფრო ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოლიტიკაში, რადგან რუსი ოკუპანტია და თუ არ იქნება ერთიანი პოლიტიკა, ოკუპაცია მოვა თბილისამდე",- განაცხადა შმაგი ჩოხელმა.

აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა ლინა დოლიძემ აღნიშნა, რომ აქციის მიზანია ახალგაზრდებს მუდამ ახსოვდეთ ის გმირები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.

"7 აგვისტოს დაიწყო სინამდვილეში ომი და არა 8 აგვისტოს, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ამტკიცებს. ჩვენ დღეს ჰიბრიდული ომის პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენ გვინდა ყოველ წელს იმართებოდეს ასეთი აქციები, რათა ახალგაზრდებს, ვისაც რუსული აგრესია საკუთარი თვალით არ უნახავთ, ახსოვდეთ ის გმირები, რომლებიც 2008 წელს დაიღუპნენ", - განაცხადა ლინა დოლიძემ.

აქციის მონაწილეებმა მშვიდობის ნიშნად ფრანები ცხინვალის მიმართულებით გაუშვეს. აქციის ორგანიზატორები მიმართავენ ოს ახალგაზრდებს რომ მათ სურთ მშვიდობიანი თანაცხოვრება ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.