loader

ბაღდათში ავარიამ ახალგაზრდა წყვილი იმსხვერპლა - "ბე-ემ-ვე" მო­ტო­ციკლს შეეჯახა, რო­მელ­ზეც შეყვარებულები ისხდნენ, შემ­დეგ კი ბორ­დი­ურ­ზე ავარ­და - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაღდათში ავარიამ ახალგაზრდა წყვილი იმსხვერპლა - "ბე-ემ-ვე" მო­ტო­ციკლს შეეჯახა, რო­მელ­ზეც შეყვარებულები ისხდნენ, შემ­დეგ კი ბორ­დი­ურ­ზე ავარ­და

ბაღდათის მუნიციპალიტეტში წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მეორე ახალგაზრდაც გარდაიცვალა.

19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც მოტოციკლს მართავდა, ადგილზე დაიღუპა, მისი თანმხლები მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ბაღდათის ცენტრში „ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.