loader

ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ აგვისტოს ომში დაღუპულების გვარებს - ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ აგვისტოს ომში დაღუპულების გვარებს - ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა

საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით ყველა სახელმწიფო უწყებაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. დროშები 23:00 საათზე დაეშვა და 8 აგვისტოს 00:00 საათამდე იქნება დაშვებული. დროშები დაეშვა მათ შორის პარლამენტისა და პრეზიდენტის სასახლის შენობებზე.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

ვიდეოში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა, თქვენ ნახავთ აგვისტოს ომში დაღუპულების გვარებს.