loader

სპეცრაზმი ექსპრეზიდენტის სასახლეში სროლით შევარდა - შტურმისას გადაღებული ვიდეოკადრები ყირგიზეთიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცრაზმი ექსპრეზიდენტის სასახლეში სროლით შევარდა - შტურმისას გადაღებული ვიდეოკადრები ყირგიზეთიდან

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი სამართალდამცველებმა დააკავეს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მომხრეებმა განაცხადეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ კოი-ტაშში, სადაც ატამბაევი ცხოვრობს, სპეცოპერაცია დაიწყო. რეზიდენციაში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა და ისმოდა სროლის ხმები.

ატამბაევის მრჩევლის, კუნდუზ ჟოლდუბაევას განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად არიან დაჭრილებიც. ექსპრეზიდენტის რეზიდენციის ირგვლივ მილიციის რამდენიმე ასეული თანამშრომელია მობილიზებული.

რეზიდენციაზე შტურმის შედეგად, დაშავებული ადამიანების რაოდენობა 10-ს აჭარბებს.

ყირგიზეთის პარლამენტმა 20 ივნისს ქვეყნის პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებების ნუსხა გადასცა, რომელთა შორის, ატამბაევს კორუფციაშიც სდებენ ბრალს. ატამბაევმა პარლამენტის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტს 2011-17 წლებში იკავებდა.