loader

"ეს არის სრული იდიოტიზმი, მე თუ მკითხავთ" - ვახტანგ წერეთლის კომენტარი დაკითხვის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არის სრული იდიოტიზმი, მე თუ მკითხავთ" - ვახტანგ წერეთლის კომენტარი დაკითხვის შემდეგ

"ტვ პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი ვარაუდობს, რომ პროკურატურას მამამისის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სურს.

როგორც ვახტანგ წერეთელმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, მამის წინააღმდეგ დევნის დაწყებით, სამართალდამცველები მასზე მანიპულირებას შეეცდებიან.

"ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით, ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას", - განაცხადა ვახტანგ წერეთელმა.

ვახტანგ წერეთელი სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დაიკითხა.