loader

"მე გავყიდე ჩემი ბინა... და ჩემი შეტანილი ფულით მოხდა ხელფასების დარიგება, თქვე ნაბიჭვრებო, ხომ გაქვთ ეს საბუთები?!" - გვარამიას ჟესტი პროკურატურაში შესვლის წინ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე გავყიდე ჩემი ბინა... და ჩემი შეტანილი ფულით მოხდა ხელფასების დარიგება, თქვე ნაბიჭვრებო, ხომ გაქვთ ეს საბუთები?!" - გვარამიას ჟესტი პროკურატურაში შესვლის წინ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში მივიდა, სადაც მას ბრალის დადგენილება უნდა გააცნონ.

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

ასევე იხილეთ: "დავარღვევ ყველაფერს! არ დავემორჩილები!.. არც გირაოს გადავიხდი! ან პატიმრობა, ან თავისუფლება!" - ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში შესვლის წინ

გვარამიამ ბრალის დადგენილება დემონსტრაციულად დახია - რა განაცხადა ყოფილმა გენ დირექტორმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ?

"სოფო, შენ ხომ აქ ხარ?" - ნიკა გვარამია პროკურატურაში მეუღლესთან ერთად მივიდა