loader

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბიოლოგი, ბეჟან ლორთქიფანიძე თავისუფალია: "ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბიოლოგი, ბეჟან ლორთქიფანიძე თავისუფალია: "ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიიღო ეს გადაწყვეტილება"

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000- ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.

როგორც ბეჟან ლოთქიფანიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, მან პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რის შედეგადაც, ის პატიმრობიდან გათავისუფლდა.

როგორც ბეჟან ლორთქიფანიძემ აღნიშნა, წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.