loader

ოსლოში, მეჩეთში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილის სახლში ქალის ცხედარი იპოვეს - პოლიცია კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოსლოში, მეჩეთში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილის სახლში ქალის ცხედარი იპოვეს - პოლიცია კადრებს ავრცელებს

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, მეჩეთში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილის სახლში ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს. გამოძიება ეჭვმიტანილსა და გარდაცვლილს შორის კავშირის დადგენას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ მომხდართან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სროლაში ეჭვმიტანილი ულტრამემარჯვენე ანტიიმიგრაციული შეხედულებებით გამოირჩეოდა, რის გამოც ფაქტს ტერორიზმის გამოვლინებად განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს ნორვეგიაში, ოსლოდან 20 კმ-ის მოშორებით, ბერუმის ისლამურ მეჩეთში სროლა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა.