loader

ავარიის შედეგად დაშავებული 17 წლის მოტოციკლისტი კლინიკაში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარიის შედეგად დაშავებული 17 წლის მოტოციკლისტი კლინიკაში გარდაიცვალა

მოტოციკლის არასრულწლოვანი მძღოლი, ავარიის შედეგად დაშავებული 17 წლის ახალგაზრდა კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში, კუსტარულად აწყობილი მოტოციკლი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც მძღოლმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო.

სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ კლინიკა „გორმედში“ გადაყვანილ პაციენტს რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა გადაუდებელი ოპერაცია და რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, ტრავმების ხარისხიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.