loader

პირველი კადრები ბათუმი-ჩაქვის გზიდან, სადაც ავარია მოხდა - გვირაბთან მოძრაობა გართულებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები ბათუმი-ჩაქვის გზიდან, სადაც ავარია მოხდა - გვირაბთან მოძრაობა გართულებულია

დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ექიმების პირველადი ინფორმაციით. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც თვითმხილველებმა "პალიტრავიდეოს" განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის გამოც, ამ დროისთვის გვირაბთან საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: მარიკო კეკელიძე