loader

პოლიციამ მეტროში დემონსტრანტების წინაღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა - სასტიკი კადრები ჰონგ-კონგიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ მეტროში დემონსტრანტების წინაღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა - სასტიკი კადრები ჰონგ-კონგიდან

ჰონგ-კონგში ხელისუფლების მიერ სანქცირებული მშვიდობიანი აქციის შემდეგ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო. არეულობამ და დაპირისპირებამ მეტროშიც გადაინაცვლა. პოლიციამ დემონსტრანტების წინაღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი მეტროში - დახურულ სივრცეში გამოიყენა. ახლო მანძილიდან ნასროლი რეზინის ტყვია, სულ მცირე, ერთ ქალს მოხვდა სახეში. ექიმები თვალის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობენ.

მომხდარი მეტროსადგურ "ტაი კუში" ვიდეოკამერებზეა დაფიქსირებული. ჩანს აგრეთვე, რომ პოლიციელები ხალხის წინააღმდეგ ხელკეტებს მოძრავ ესკალატორზე იყენებენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიკეტა და იქ რეისების ნაწილი გაუქმდა.

მილიონიანი საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში ათი კვირის წინ დაიწყო. ის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის შეტანამ გამოიწვია. ეს კანონი, მიღების შემთხვევაში, ჰონგ-კონგიდან ჩინეთში ეჭვმიტანილების ექსტრადიციას შესაძლებელს გახდიდა. კანონი გაურკვეველი ვადით უკან გაიწვიეს, თუმცა დემონსტრანტები მასზე სამუდამოდ უარის თქმას და თან ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომასაც ითხოვენ.