loader

"სარეკლამო გაყიდვებიდან "იმედმა" მიიღო 24 მილიონ 100 ათასი ლარი, ხოლო „რუსთავი 2“- მა - 35.5 მილიონი" - ნიკა გვარამიას ადვოკატმა მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სარეკლამო გაყიდვებიდან "იმედმა" მიიღო 24 მილიონ 100 ათასი ლარი, ხოლო „რუსთავი 2“- მა - 35.5 მილიონი" - ნიკა გვარამიას ადვოკატმა მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ნიკა გვარამიას ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ნიკა გვარამიასთვის 40 000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

2015 წელს, იმ დროს, როდესაც პროკურატურა ნიკა გვარამიას ედავება, რომ ის იყო ცუდი დირექტორი, „იმედმა“ სარეკლამო გაყიდვებიდან მიიღო 24 მილიონ 100 ათასი ლარი, ხოლო „რუსთავი 2“- მა მიიღო 35.5 მილიონი ლარი, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მათ სააპელაციო საჩივარში ეს გარემოებაც მოხვდა, ვინაიდან პროკურატურა ნიკა გვარამიას ედავება, რომ ის ცუდი დირექტორი იყო. ადვოკატის განმარტებით, იმისთვის, რომ დადგინდეს იყო თუ არა გვარამია ცუდი დირექტორი, ლოგიკური იქნება, რომ „რუსთავი 2“ - ის სარეკლამო ბაზრიდან მიღებული შემოსავალი მის მთავარ კონკურენტს - ტელეკომპანია „იმედს“ შედარდეს.