loader

"ტამპონის მიბჯენამ, შესაძლოა, გარკვეული სახის დეფორმაცია შეიტანა დათო სარალიძის ჭრილობაში" - რა თქვეს სასწრაფოს ექიმებმა მიხეილ კალანდიას პროცესზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტამპონის მიბჯენამ, შესაძლოა, გარკვეული სახის დეფორმაცია შეიტანა დათო სარალიძის ჭრილობაში" - რა თქვეს სასწრაფოს ექიმებმა მიხეილ კალანდიას პროცესზე?

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართა. პროცესზე დაიკითხნენ ხორავას ქუჩაზე მცხოვრები მოწმეები და გამოკითხეს სასწრაფოს ექიმები. დაცვის მხარის განცხადებით, დაკითხული მოწმეები ადასტურებენ, რომ დავით სარალიძისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების დროს, ტამპონის მიბჯენისას, შესაძლოა მათ მცირე დეფორმაცია შეეტანათ დაჭრილის სხეულზე, რის გამოც შეუძლებელია დადგინდეს, რა იარაღითა მიყენებული ჭრილობა. როგორც ანა კოტეტიშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, შესაძლოა, მკვლელობის იარაღი სხვა იყოს. შემდეგი სასამართლო სხდომა 16 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება.