"გალერია თბილისიდან" ევაკუაცია განხორციელდა - პირველი კადრები, რომლებიც თვითმხილველმა გადაიღო
23:36 / 15-08-2019
სავაჭრო ცენტრიდან „გალერია თბილისი“ ევაკუაცია განხორციელდა. როგორც „პალიტრავიდეოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძარი არ ფიქსირდება, თუმცა, უსაფრთხოების გამო შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მაინც განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, შეინიშნებოდა დაკვამლიანება, რაც სავარაუდოდ გამწოვმა გამოიწვია.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე კვლავ რჩება რვა სახანძრო მანქანა.