loader

მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარის მკვიდრს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, ახალი სახლის მშენებლობას სთავაზობს - რას წერს ბიზნესმენი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარის მკვიდრს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, ახალი სახლის მშენებლობას სთავაზობს - რას წერს ბიზნესმენი

გუგუტიანთკარის მკვიდრს, გივი რაზმაძეს, რომლის სახლიც საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, მამუკა ხაზარაძე ახალი სახლის მშენებლობას სთავაზობს. ამის შესახებ ხაზარაძე ინფორმაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

"ჩვენი მოვალეობაა, მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ, გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს - დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს. ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, საქართველო გაერთიანდება!" - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.