თურქეთში თამარ მეფის შვილიშვილის საფლავი აღმოაჩინეს - როგორ გამოიყურება გურჯი ხათუნის განსასვენებელი?
18:56 / 16-08-2019
"თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას," - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, ისტორიკოსების ცნობით, გურჯი ხათუნი თამარ მეფის შვილიშვილი იყო.