X
რა ხდება ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ გზაზე - "საღამოს 7 საათის შემდეგ ვდგავარ და ვერ ვახერხებ გადაადგილებას"
21:40 / 16-08-2019
ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. როგორც ავტომობილების მძღოლები აცხადებენ, ბათუმის მთავარი გასასვლელიდან ჩაქვის მიმართულებით მოძრაობას თითქმის 3 საათია ვერ ახერხებენ.

მათი თქმით, სატრანსპორტო მოძრაობა ცენტრალურ გზაზე არ რეგულირდება, რასაც აპროტესტებენ.

"საღამოს 7 საათის შემდეგ ცენტრალურ გზაზე ვდგავარ და ვერ ვახერხებ გადაადგილებას, ფაქტობრივად, ბათუმიდან ადამიანს გადაადგილება რომ უნდოდეს ცენტრალურ გზაზე, ვერ გაივლის. ბოლო დღეებია საცობები ჩაქვი-ბათუმის გზაზე ფიქსირდება. უნდა მოწესრიგდეს ეს მოძრაობა. იქნებ ავადმყოფები არიან ავტომობილებში და არ შეიძლება გზის პარალიზება", - აცხადებენ მძღოლები.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, აჭარაში სატრასპორტო ნაკადი გაიზარდა, რაც საცობს იწვევს. უწყების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული, რომლებიც სატრანსპორტო მიმოსვლას აწესრიგებენ.

ავტორი: მარიკო კეკელიძე
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან
ჩხუბი და დასისხლიანებული მონაწილეები რუსულ არხზე - პოლიციამ სტუდიაშივე დააკავა მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას შეცდენას აბრალებენ
სროლის ვიდეო, რომელიც შაქრო კალაშოვის დაჭერის საფუძველი გახდა - როგორ ჩაცხრილეს "კანონიერი ქურდის" თანამზრახველები მოსკოვში (+18)