სირიაზე განხორციელებული ავიაიერიშების კადრები: დაიღუპა ოცზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, უმეტესობა ბავშვია
17:59 / 17-08-2019
მათივე ინფორმაციით, დღეს დილით სოფელ დეირში განხორციელებულმა ავიადარტყმამ 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. ავიაიერიშები განხორციელდა გუშინ სოფელ ალ-ჰაასშიც, რის შედეგადაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ფეხმძიმე ქალი, დაიღუპა.
ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ორგანიზაციის დირექტორის, რამი აბდულრაჰმანის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია მოქალაქეები აიძულოს, შედარებით მშვიდობიანი ტერიტორიებიდან გაიქცნენ.