X
როგორ გამოიყურება ვაჟა-ფშაველას გამზირის ეს მონაკვეთი, რომელიც ჰოლივუდური ფილმის "ფორსაჟი 9"-ის გადაღებების გამო გადაიკეტა
14:22 / 18-08-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში ჰოლივუდის ფილმის - „Fast and Furious 9“-ის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდანა აცნობეს, პირველ ეტაპზე, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობა აიკრძალება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან მეტროსადგურ „დელისამდე“.

შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი: ნუცუბიძის ქუჩაზე, ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;თავაძის ქუჩაზე, ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით;

ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა იმოქმედებს 24-საათიან რეჟიმში, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ავტოტრანსპორტის მოძრაობას 10 საპატრულო ეკიპაჟი არეგულირებს, რომლებიც შემდეგ ლოკაციებზე არიან განთავსებული: ვაჟა ფშაველას გამზირის და იონა ვაკელის ქუჩის კვეთა; კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთა; ნუცუბიძის ქუჩა; ნუცუბიძის და ასათიანის ქუჩების კვეთა; ვაჟა ფშაველას გამზირი (დელისი); ყაზბეგის გამზირისა და ასათიანის ქუჩის კვეთა; ყაზბეგის გამზირისა და იოანე ვაკელის ქუჩის გზაჯვარედინზე.

ასევე იხილეთ: მზადება "ფორსაჟი 9"-ის გადაღებებისთვის - რა ხდება ამ წუთებში ვაჟა-ფშაველაზე

"ფორსაჟის" გადაღებების გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება - რა მარშრუტით მოგიწევთ გადაადგილება 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე?
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი
2020 წლის "ბოლო ზარის" ჰიმნი, რომელიც ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია,  კლიპს ინტერნეტში განიხილავენ - "მორჩა სკოლა, დაიშალეთ, დავაი დაიზარიატკეთ"
რა წესები უნდა დავიცვათ, თუ აქტიური სქესობრივი ცხოვრებით ვცხოვრობთ
როგორ მოკლა პოლიციამ 12 წლის მოზარდი, რომელსაც ხელში სათამაშო იარაღი ეკავა - შავკანიანთა მკვლელობების გახმაურებული შემთხვევები, რომელთაც სახალხო პროტესტი მოჰყვა
მეცნიერები საავადმყოფოებში მყოფ კოვიდინფიცირებულ პაციენტებზე კლინიკურ კვლევას ატარებენ
ვინ იქნება "ოცნების" სიის სათავეში
არის თუ არა აშშ-ში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიული პროცესი? - პოლიტოლოგის შეფასება შტატებში მიმდინარე პროცესებზე