loader

როგორ გამოიყურება რუსული სამხედრო ბაზა და ადგილი, საიდანაც ოკუპანტებმა ქართველები გაიტაცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება რუსული სამხედრო ბაზა და ადგილი, საიდანაც ოკუპანტებმა ქართველები გაიტაცეს

ცხინვალის იზოლატორში სულ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება, რომლებიც საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახალუბანთან დააკავეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ამ დროისთვის უცნობია, თუ როდის გადაიყვანენ დაკავებულებს ე.წ. სასამართლოზე, რომელიც შესაბამის ზომებზე იმსჯელებს. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს კვირაა, შესაძლოა, ე.წ. სასამართლო ხვალ გაიმართოს.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რათა დაკავებულები დროულად გათავისუფლდნენ.

ავტორი: ია თინიკაშვილი