loader

საზარელი კადრები სენაკიდან, სადაც 2 მანქანა დაიწვა - არის მსხვერპლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი კადრები სენაკიდან, სადაც 2 მანქანა დაიწვა - არის მსხვერპლი

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „პალიტრავიდეოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპისთვის უცნობია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა.

ხანძარი შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ჩააქრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფელ ნოსირის რწმუნებულმა გოგა ქორიძემ განუცხადა, ერთ-ერთ მანქანაში მსხდომებმა გადმოსვლა მოასწრეს და ისინი მსუბუქად არიან დაშავებული.

"ერთმანეთს შეეჯახა ორი მანქანა. ერთი მთლიანად დაიწვა. არ ვიცით იქ რამდენი ადამიანი იჯდა. წამებში მოხდა ყველაფერი, სახანძროც მოვიდა, მაგრამ მანამდე დაიფერფლა მანქანა. მეორე მანქანაში მსხდომები თავიანთი ფეხით გამოსულან, როგორც ვიცი, სერიოზული არაფერი სჭირთ, მაგრამ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი", - ამბობს ქორიძე.

ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მანქანა გაზზე იყო მომუშავე.
საზარელი ავარიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

ვიდეო: გოგიტა ოდიშარია

ასევე იხილეთ: "ერთი უცებ გადმოძვრა მანქანიდან" - როგორია სენაკის ავარიის დროს გადარჩენილების ჯანმრთელობის მდგომარეობა?