loader

"ერთი უცებ გადმოძვრა მანქანიდან" - როგორია სენაკის ავარიის დროს გადარჩენილების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთი უცებ გადმოძვრა მანქანიდან" - როგორია სენაკის ავარიის დროს გადარჩენილების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

სენაკთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - ამის შესახებ სენაკის კლინიკის „არქიმედეს“ მენეჯერმა მარეხ ადანაიამ „პალიტრავიდეოს“ განუცხადა.

როგორც კლინიკის მენეჯერი აცხადებს, დაშავებულებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.

სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი - დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ: საზარელი კადრები სენაკიდან, სადაც 2 მანქანა დაიწვა - არის მსხვერპლი