loader

საბედისწერო ავარია ზუგდიდში - მოტოციკლი სატვირთოს შეეჯახა, მოტოციკლის ახალგაზრდა მძღოლი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბედისწერო ავარია ზუგდიდში - მოტოციკლი სატვირთოს შეეჯახა, მოტოციკლის ახალგაზრდა მძღოლი კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მოტოციკლი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის ახალგაზრდა მძღოლი დაიღუპა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მათივე ცნობით, მისი ბიოლოგიური სიკვდილი ჰოსპიტალში შეყვანიდან რამდენიმე წუთში დაფიქსირდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართალის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.