loader

შსს-მ საგანგაშო მონაცემები გაასაჯაროვა - ნარკოტესტით შემოწმებული მძღოლების ნახევარი ნარკოტიკური თრობის ქვეშ იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ საგანგაშო მონაცემები გაასაჯაროვა - ნარკოტესტით შემოწმებული მძღოლების ნახევარი ნარკოტიკური თრობის ქვეშ იყო

შსს-მ ნარკოტესტით 74 მძღოლი გადაამოწმა, რომელთაგან 34 შეთხვევაში ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მართვა დადასტურდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სააგენტო შსს-სგან დაინტერესდა იმ ნარკოტესტების გამოყენების შედეგებით, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა და რომლითაც მძღოლის მარიხუანის და სხვა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენა ადგილზე, ექსპერტიზის ბიუროში გადაყვანის გარეშეა შესაძლებელი.

"მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტესტების საშუალებით გადაამოწმეს 74 პირი, რომელთაგან 34-ს დაუდგინდა ავტომობილის მართვა ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებით ქვეშ, როგორებიცაა: ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოდეინი, მორფინი, ჰეროინი და სხვ.

გადამოწმება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქციის შესაბამისად, რომელიც 2019 წლის 1-ლი აპრილიდან შევიდა ძალაში და რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა გახდა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.