loader

"მონები ყველა დროს მონები არიან" - რა ილაპარაკა გაბრაზებულმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ნინო შუბლაძეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მონები ყველა დროს მონები არიან" - რა ილაპარაკა გაბრაზებულმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ნინო შუბლაძეზე

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "რ2" ტელესახეებმა დატოვეს, რამდენიმე მათგანი არხის ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ერთად, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია "სირცხვილიას" შეუერთდა.

აქციის ფორმატში, რომელიც ინტერნეტპლატფორმების საშუალებით პირდაპირ ეთერში ვრცელდება, ნანუკა ჟორჟოლიანი იმ გავრცელებულ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ითქვა, რომ "რ2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად ნინო შუბლაძე ინიშნება. ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების 9 წლის განმავლობაში, როდესაც "რ2" მკვეთრად პროსახელისუფლებო იყო, არხის საინფორმაციო პოლიტიკას სწორედ ნინო შუბლაძე მართავდა.