loader

ვოლსკი: ტელევიზიის ხელმძღვანელობა არ არის საფარველი, სადაც თავს აარიდებ კითხვას, რა მონაწილეობა გაქვს მიღებული 17 მილიონის აორთქლებაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვოლსკი: ტელევიზიის ხელმძღვანელობა არ არის საფარველი, სადაც თავს აარიდებ კითხვას, რა მონაწილეობა გაქვს მიღებული 17 მილიონის აორთქლებაში

„ტვ პირველის“ თუ ნებისმიერი ტელევიზიის დამფუძნებელი, პოლიტიკური პარტიის ჩამომყალიბებელი, საზოგადოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელობა არ არის ის საფარველი, სადაც შეიძლება თავი აარიდო იმაზე პასუხს, რა მონაწილეობა გაქვს მიღებული 17 მილიონის აორთქლებაში, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტების კითხვას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით.

ვოლსკის თქმით, თუ ვინმე იტყვის, რომ ასეთი კომბინაციის შემდეგ პროკურატურამ არ უნდა აღძრას საქმე, არასწორი და არაობიექტური იქნება.

"ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას სამართლებრივად ნამდვილად ვერ შევაფასებ. ცნობილია საზოგადოებისთვის, რომ ცნობილი 17 მილიონი დოლარი სწორედაც ავთანდილ წერეთელმა ისესხა, სესხს არ მომსახურებია და პირად ანგარიშებზე დაუბრუნა კონკრეტულ ადამიანებს ეს თანხა და კარგა ხანი ამ საკითხთან დაკავშირებით არც ვალის მომსახურებაზე იყო საუბარი და თანხაც ოფშორულ ზონაში აღმოჩნდა. თუ ვინმე მეტყვის, ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის ადამიანი, რომ ასეთი კომბინაციის შემდეგ პროკურატურამ არ უნდა აღძრას საქმე, ვფიქრობ, არასწორი იქნება, არაობიექტური. არ არის ტელევიზიის ფლობა ან თუნდაც პოლიტიკურ პარტიაში, პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა იმის გარანტია, რომ ამ საქმეზე კითხვები არ ისმებოდეს საგამოძიებო სტრუქტურების მიერ“, - განაცხადა ვოლსკიმ.