loader

"გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელს გავცდით, ხო?" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" "ტვ პირველის" შესახებ მიმდინარე მოვლენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელს გავცდით, ხო?" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" "ტვ პირველის" შესახებ მიმდინარე მოვლენებს

გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თი-ბი-სი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება "თი-ბი-სი ბანკის" ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". ავთანდილ წერეთელი დღეს ბრალის წარდგენის მიზნით პროკურატურაშია დაბარებული. საგამოძიებო უწყებაში ბრალის დაზუსტების მიზნით დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძეც.

პროკურატურის მიერ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის ბრალის წარდგენას "ფეისბუქზე" არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. გთავაზობთ ზოგიერთ პოსტს სოციალური ქსელიდან.