loader

შთამბეჭდავი კადრები ყვარლიდან - როგორ გაჰყავთ გზა ტყეში და როგორ აქრობენ ხანძარს ახალსოფელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შთამბეჭდავი კადრები ყვარლიდან - როგორ გაჰყავთ გზა ტყეში და როგორ აქრობენ ხანძარს ახალსოფელში

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო შტაბში ადასტურებენ. 
ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. 

პარალელურ რეჟიმში, ხანძრის კერების ქრობას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირადი შემადგენლობა. ასევე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ტყეში გზის გაყვანა ღია კერებთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მისასვლელად.

ახალსოფელში მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ხანძრის ქრობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ასევე იხილეთ: ბოლო ინფორმაცია ყვარლიდან: ხანძრის ქრობის სამუშაოებში მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო