loader

რა მოხდა ოკუპირებული აფხაზეთის "საპრეზიდენტო არჩევნებზე" - მოკლედ, 1 წუთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მოხდა ოკუპირებული აფხაზეთის "საპრეზიდენტო არჩევნებზე" - მოკლედ, 1 წუთში

ოკუპირებული აფზახეთის რეგიონში გუშინ გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ე.წ. მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხმების 26,6%-ით ლიდერობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

ე.წ. აფხაზეთის "ცენტრალური საარჩევნო კომისიის" ინფორმაციით, 154 საარჩევნო უბნიდან შედეგები დათვლილია 150 უბანზე და მიღებული მონაცემების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმათა 26,6%-ი მიიღო, "კანდიდატმა" ალხას კვიწინიამ - 24,6%, ხოლო ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ოლეგ არშბამ - 24,9%.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ხაჯიმბა და არშბა დაუპირისპირდებიან.