loader

პირდაპირი ეთერი პეკინის გამზირი, სადაც ქალმა ბავშვი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირდაპირი ეთერი პეკინის გამზირი, სადაც ქალმა ბავშვი დაჭრა

თვითმხილველების ინფორმაციით, პეკინის გამზირზე, სავარაუდოდ, უცნობმა ქალმა ცივი იარაღით მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” თვითმხილველმა განუცხადა, მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად ტროტუარზე მოდიოდა, რა დროსაც მათ წინ შემოეგებათ უცნობი ქალბატონი, მიუახლოვდა ბავშვს და სახის არეში ცივი იარაღით დაჭრა.

თვითმხილველის ინფორმაციითვე, ამის შემდეგ ქალი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. მისივე განმარტებით, მას პოლიცია დაედევნა. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ავტორი: ლელა მდივანი