loader

ყველაფერი, რაც გვარამიასა და სალიას გეგმების შესახებ გავარკვიეთ - როდიდან დაიწყებს მაუწყებლობას "რ2" და "მთავარი არხი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაფერი, რაც გვარამიასა და სალიას გეგმების შესახებ გავარკვიეთ - როდიდან დაიწყებს მაუწყებლობას "რ2" და "მთავარი არხი"

"კომედი არხის" ისტორია არსებულ სიხშირეზე სრულდება. მალე ამ სიხშირეზე გვარამიას მიერ დაფუძნებული "მთავარი არხი" დაიწყებს მაუწყებლობას. დაგეგმილია, რომ გვარამიას "მთავარი არხი" ეთერში "კომედი არხის" ავტორიზაციით გავიდეს, რისთვისაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ავტორიზაციის მოდიფიცირება უნდა მოახდინოს. სხდომა, რომელზეც ლიცენზიის მოდიფიცირებაზე იმსჯელებენ, სავარაუდოდ, 5 სექტემბერს გაიმართება.
"მთავარი არხი" მაუწყებლობის დაწყებას 9 სექტემბრიდან, ტელეკომპანია "იბერიის" შენობიდან გეგმავს.
კომპანიის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, ცნობილი მოვლენების შემდეგ არხი თანამშრომლების მხოლოდ 10-მა პროცენტმა დატოვა.