X
"გადმოვარდა ფანჯრიდან ბავშვიო, გამვლელი მანქანის მძღოლმა აიყვანა" - რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-2 სართულიდან გადმოვარდა
09:44 / 30-08-2019
რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბიჭი გადმოვარდა. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" კორპუსის მცხოვრებლებმა განუცხადეს, მომხდარზე მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ქუჩიდან ყვირილის ხმა შემოესმათ და ამბის გასაგებად საცხოვრებელი სახლის ეზოში გავიდნენ. "გარეთ რომ გამოვედი, ბავშვს ასულიერებდნენ, კიბეზე წყალს ასხამდნენ", - განაცხადა დაშავებული მცირეწლოვნის მეზობელმა.

ადგილობრივების ინფორმაციითვე, უგონო მდგომარეობაში მყოფი ბიჭი ცენტრალურ გზაზე მოძრავი ავტომობილის მძღოლმა შენიშნა და მშობლებს დაშავებულის საავადმყოფოში გადაყვანაში დაეხმარა.

მეზობლებმა საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნეს, რომ მშობლების ცნობით, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ის ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.



ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან
ჩხუბი და დასისხლიანებული მონაწილეები რუსულ არხზე - პოლიციამ სტუდიაშივე დააკავა მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას შეცდენას აბრალებენ