"ქართულ სკოლაში დავდიოდი" - ვინ არის სოჭში დაბადებული ქართველი დავიდ არახამია, რომელიც ზელენსკის ფრაქციას უხელმძღვანელებს
12:41 / 30-08-2019
"ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციას წარმოშობით ქართველი დავიდ არახამია უხელმძღვანელებს. სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები 40 წლის პოლიტიკოსს დევიდ ბრაუნის სახელით იცნობენ. ის 1979 წლის 23 მაისს სოჭში დაიბადა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრაში ცხოვრობდა, თუმცა აფხაზეთის ომმა მისი ოჯახიც აიძულა, მშობლიური სახლი მიეტოვებინა. არახამიების ოჯახმა თავი უკრაინას შეაფარა და ნიკოლაევში დასახლდა.
ავტორი: სალომე აბულაშვილი