loader

რა ვითარებაა ჩორჩანის საგუშაგოსთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა ჩორჩანის საგუშაგოსთან

ჩორჩანის საგუშაგოსთან მოცემული მომენტისთვის ვითარება არის სტაბილური, ადგილზე სიმშვიდეა. ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა.
ამასთან, დასტურდება, რომ ტერიტორიაზე გაისმა გასროლის ხმა, თუმცა ამას არავითარი პროვოკაცია აღარ მოჰყოლია.

ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები; ასევე, შსს-ის თანამშრომლები და ხელისუფლების წევრები. ქართული მხარე ბლოკპოსტის მოშლას გამორიცხავს.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ 30 აგვისტოს 06:00 საათამდე ქართული პოსტის გაუქმება მოითხოვეს.