რა არის ცნობილი ბახტაძის დღევანდელი გეგმების შესახებ - პრემიერი განცხადებას გააკეთებს, შემდეგ კი თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება
09:38 / 02-09-2019
გავრცელებული ცნობით, პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კი ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, მთავრობა ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
საქართველოს ახალი კონსტიტუციით, პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს.