loader

მამუკა ბახტაძე გადადგა - პირველად საქართველოს ისტორიაში, პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა "ფეისბუქპოსტით" დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამუკა ბახტაძე გადადგა - პირველად საქართველოს ისტორიაში, პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა "ფეისბუქპოსტით" დატოვა

მამუკა ბახტაძე გადადგა. ამის შესახებ მის მიერ "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტშია ნათქვამი. გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ტექსტიდან, რომელშიც პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა: 

"2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.
განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე".