loader

მძიმე კადრები ფოთიდან - დიდი სისწრაფით მიმავალმა მანქანამ გადასასვლელზე ქალი გაიტანა და სხვა ავტომობილს შეასკდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები ფოთიდან - დიდი სისწრაფით მიმავალმა მანქანამ გადასასვლელზე ქალი გაიტანა და სხვა ავტომობილს შეასკდა

ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ერთმანეთს ,,მერსედესისა“ და ,,ჰონდას“ მარკის მანქანები შეეჯახა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, შეჯახების შედეგად დაშავდა ქვეითად მოსიარულე ქალი და ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

ავტორი: მაია ძაგანია