loader

პარლამენტთან დილიდან დაძაბულობაა: რა ხდება იქ მას შემდეგ, რაც შენობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არ შეუშვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან დილიდან დაძაბულობაა: რა ხდება იქ მას შემდეგ, რაც შენობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არ შეუშვეს

პარლამენტში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არ შეუშვეს. ოპოზიციის ლიდერები საკომიტეტო მოსმენებზე დასწრებას ცდილობდნენ, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა ისინი არ შეუშვეს.

ოპოზიციონერთა განცხადებით, აღნიშნული კანონდარღვევაა, ვინაიდან მათზე დაშვებულია საშვიც და ამავდროულად, მათ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს, უფლება აქვთ, დაესწრონ საპარლამენტო საჯარო სხდომებს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
საქართველოს პარლამენტში დეპუტატები დღეს მინისტრობის კანდიდატებს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მოუსმენენ.