loader

"მიწასთანაა გასწორებული ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია მაგისტრალები და პორტები" - ქარიშხალმა ბაჰამის კუნძულებს გადაუარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიწასთანაა გასწორებული ინფრასტრუქტურა, დაზიანებულია მაგისტრალები და პორტები" - ქარიშხალმა ბაჰამის კუნძულებს გადაუარა

ქარიშხალ "დორიანის" შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-ს აღწევს. სტიქიამ ზიანი მიაყენა ბაჰამის კუნძულებს. ბაჰამის კუნძულების ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამაშველო ოპერაციები გრძელდება. კუნძულ აბაკოზე თითქმის მიწასთანაა გასწორებული ინფრასტრუქტურა. დაზიანებულია მაგისტრალები და პორტები.

სტიქიის ზონებში სამაშველო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჯგუფები მუშაობენ. ისინი ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან. პირველადი მონაცემებით, დაახლოებით 75 000 ადამიანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება.

სტიქიის ზონებში მყოფებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ მედიკამენტები, განსაკუთრებით, ქრონიკური დაავადების მქონე ადამიანებს.

"დორიანი" რამდენიმე დღის განმავლობაში მძვინვარებდა ბაჰამის კუნძულებზე. შტორმმა გადაუღებელი წვიმა და ძლიერი ქარი გამოიწვია.