loader

ფოტოები მიწასთან გასწორებული ბაჰამის კუნძულებიდან - გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოტოები მიწასთან გასწორებული ბაჰამის კუნძულებიდან - გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები

ქარიშხალ "დორიანის" შედეგად ბაჰამის კუნძულებს 7 მლრდ დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა.
ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ "დორიანის" შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც. გაეროს მონაცემებით, 70 000 ადამიანს სასწრაფო დახმარება ესაჭიროება, მათ შორის, საკვების, წყლის და მედიკამენტების მიწოდება. ქარიშხალმა, რომელსაც მეხუთე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კუნძულოვან სახელმწიფოს. "როიტერსის" ცნობით, წინასწარი შედეგების მიხედვით, ბაჰამის კუნძულებს 7 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიადგა. დაინგრა შენობები, მათ შორის, საცხოვრებელი სახლები, კომერციული ფართები და სხვა ინფრასტრუქტურა. ამჟამად ქარიშხალი აშშ-ის სანაპიროებზე მძვინვარებს, თუმცა, მისი სიმძლავრე შესუსტდა. ქარის სიჩქარე ამჟამად საათში 175 კილომეტრია.