loader

"წირვაზე იყო, იქიდან გამოჰყვა და უკნიდან დაარტყა დანა" - ვაკეში დალი ჩიტალაძის შვილი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წირვაზე იყო, იქიდან გამოჰყვა და უკნიდან დაარტყა დანა" - ვაკეში დალი ჩიტალაძის შვილი დაჭრეს

დალი ჩიტალაძის ვაჟი დაჭრეს, შემთხვევა დღეს დილით ვაკეში მოხდა. ვახო სუთიძეს უცხო მამაკაცი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა.

მას ამჯერად ოპერაცია უტარდება. "რეიტინგი" დალი ჩიტალაძეს დაუკავშირდა:

"გიჟები დადიან ქალაქში და ერთ-ერთი მათგანი ჩემს შვილს დაესხა თავს, ის მას მხოლოდ ეკლესიაში წირვებზე ჰყავს ნანახი. როდესაც ჩემი შვილი დილით ტაძრიდან ბრუნდებოდა, მას გამოჰყვა ეს მამაკაცი და ისე, რომ არაფერი უთქვამს, სადარბაზოში შემოყვა, უკან მიეპარა და დანა დაარტყა. დაკარგა ბევრი სისხლი და ახლა ოპერაცია უტარდება" .- განაცხადა დალი ჩიტალაძემ.

მომხდართან დაკავშირებით პირდაპირ ეთერს "ფეისბუქზე" ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი ახორციელებდა.

ვიდეო: გიორგი გასვიანი

ასევე იხილეთ: პირველი კადრები ადგილიდან, სადაც დალი ჩიტალაძის შვილი დაჭრეს