loader

პირველი კადრები ადგილიდან, სადაც დალი ჩიტალაძის შვილი დაჭრეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები ადგილიდან, სადაც დალი ჩიტალაძის შვილი დაჭრეს

დალი ჩიტალაძის ვაჟი დაჭრეს, შემთხვევა დღეს დილით ვაკეში მოხდა. ვახო სუთიძეს უცხო მამაკაცი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა.

როგორც „პალიტრავიდეოს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ავტორი: თაზო ზარიძე

ასევე იხილეთ: "წირვაზე იყო, იქიდან გამოჰყვა და უკნიდან დაარტყა დანა" - ვაკეში დალი ჩიტალაძის შვილი დაჭრეს