loader

პარლამენტის წინ ვითარება დაიძაბა - დაკავებულია 3 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტის წინ ვითარება დაიძაბა - დაკავებულია 3 ადამიანი

პარლამენტის წინ ვითარება დაიძაბა, პოლიციამ სამი პირი დააკავა. სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარლამენტის წინ აქცია „სირცხვილიას“ გასაპროტესტებლად ბეჟან გუნავა და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მივიდნენ. ბეჟან გუნავა და მისი მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას და ტერიტორიიდან „სირცხვილიას“ აქციის მონაწილეების გაძევებას ცდილობდნენ.

დაპირისპირების დროს გუნავას და სამართლადამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა.

დააკვეს სამი პირი, მათ შორის ბეჟან გუნავაც.

ავტორი: მირანდა ბაღათურია