loader

რა უთხრა მეთიუ ბრაიზამ ჟურნალისტებს გახარიას გაპრემიერებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უთხრა მეთიუ ბრაიზამ ჟურნალისტებს გახარიას გაპრემიერებაზე

"ამბობენ, რომ გიორგი გახარია კარგი მენეჯერია, მაგრამ ვინც საქართველოს პოლიტიკას ივნისის მერე აკვირდებოდა, აანალიზებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.

მან „ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, როგორ შეაფასებს ახალი მთავრობის დამტკიცებას და რამდენად შეიძლება მიიღოს სარგებელი „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობით, უპასუხა, რომ „ეს პროვოკაციული ნაბიჯია დემონსტრანტებისთვის“.

„მას არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ გამიგია, რომ ის ეფექტური მენეჯერია და კარგად გაართმევს თავს მთავრობის მართვას ყოველდღიურად. თუმცა ნებისმიერი, ვინც საქართველოს პოლიტიკას ივნისის მერე, ბოლო პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა, აანალიზებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი. ადამიანები პარლამენტის წინ დგანან, შეიძლება ძალიან ბევრნი არ არიან, თუმცა გამოხატავენ თავიანთი გამოხატვის თავისუფლებას. ყველა მათგანისთვის ეს გაუგებარია, რომ კონკრეტულად ეს ადამიანი, ყოფილი შს მინისტრი, ახლა პრემიერ-მინისტრია. მაგრამ ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ის საკითხი, რაშიც ჩართული უნდა იყოს. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენ გარკვეული როლი გქონდა „ვარდების რევოლუციის“ გამოწვევაში - ეს ასე არ არის, მაგრამ არც ამის წინააღმდეგ ვყოფილვართ. როდესაც ქართველმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ცვლილება უნდა მომხდარიყო, შემდეგ ამას სრულად დავუჭირეთ მხარი", - განაცხადა ბრაიზამ.