loader

"ხელი ჩაგიწიო კი არა, გაგაგდებ, ბიჭო, გაეთრიე აქედან" - არეულობა და ჩხუბი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე მას შემდეგ, რაც იქ ირმა ინაშვილი მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი ჩაგიწიო კი არა, გაგაგდებ, ბიჭო, გაეთრიე აქედან" - არეულობა და ჩხუბი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე მას შემდეგ, რაც იქ ირმა ინაშვილი მივიდა

არეულობა და ჩხუბი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე მას შემდეგ, რაც 
იქ ირმა ინაშვილი მივიდა.

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, "Now What?", რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რის გამოც დარბაზში ხმაური და დაპირისპირებაა. ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ის არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და სრული უფლება აქვს, დაესწროს კონფერენციას.

ინაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ არ იცის, რატომ ჩათვალეს ორგანიზატორებმა მისი მოსვლა პროვოკაციად.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ის კონფერენციაზე დასწრებას გეგმავს და წასვლას არ აპირებს, თუმცა ორგანიზატორები ინაშვილისგან ითხოვენ, დატოვოს შენობა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.

დაპირისპირება დაახლოებით 15 წუთია მიმდინარეობს.