loader

სკანდალი პრეზიდენტის კარზე: ზურაბიშვილმა საკუთარი პრესსპიკერი გაათავისუფლა - "ეთიკა არ მაძლევს უფლებას, პოლემიკაში შევიდე არჩეულ პრეზიდენტთან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი პრეზიდენტის კარზე: ზურაბიშვილმა საკუთარი პრესსპიკერი გაათავისუფლა - "ეთიკა არ მაძლევს უფლებას, პოლემიკაში შევიდე არჩეულ პრეზიდენტთან"

მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, მოისწრაფიშვილი ადმინისტრაციიდან ნოდარ მელაძის მიმართ 
დადებითად განწყობილი "ფეისბუქსტატუსის" გამო გაათავისუფლეს.