loader

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის სახელი პრეზენტაციაზე შეკრებილებს დაფაზე დაწერით ამცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის სახელი პრეზენტაციაზე შეკრებილებს დაფაზე დაწერით ამცნო

"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სახელწოდება "ლელო" იქნება.

შესაბამისი განცხადება ხაზარაძემ ანაკლიაში გააკეთა, სადაც მოძრაობის პრეზენტაცია გამართა.

"ჩვენ დღეს ვაფუძნებთ მოძრაობას. მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი", - განაცხადა ხაზარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ხაზარაძემ მოძრაობის სახელწოდების დასახელებამდე გალაკტიონ ტაბიძის ლექსის: "მშობლიურო ჩემო მიწავ" ერთი სტროფი წაიკითხა.


ასევე დაგაინტერესებთ: რა ლექსი წაიკითხა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაზე