loader

ცნობილია 2 ახალი ვიცე-პრემიერის ვინაობა, რომლებიც გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ დაასახელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია 2 ახალი ვიცე-პრემიერის ვინაობა, რომლებიც გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ დაასახელა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა. გახარიას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე კვლავ რჩება ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ასევე ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

"კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცე-პრემიერი. ესენი არიან ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ეს ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს", - განაცხადა გახარიამ.

მთავრობა, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს.