loader

თაღლითობა თბილისში - პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი 3 მოქალაქის მობილურებს თაღლითურად დაეუფლა და დაულომბარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თაღლითობა თბილისში - პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი 3 მოქალაქის მობილურებს თაღლითურად დაეუფლა და დაულომბარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ს. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში თაღლითურად დაეუფლა 3 მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონებს.

პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მის მიერ უკანონოდ მოპოვებული 1 მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო ორს თბილისში მდებარე ლომბარდებში მიაკვლია.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.